გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა თეთრიწყაროში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

11-04-2018

ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თეთრიწყაროში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ადგილობრივმა სამართალდამრღვევებმა,  ალგეთის სატყეო უბნიდან,  12 მ- მდერცხილას სახეობის საშეშე მერქანის  ტრანსპორტირება სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს. 

სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „ზილ-131“ 
მარკის სატვირთო ავტომანქანები  დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930