გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომერციული ბანკების აქტივები 3,2 პროცენტით გაიზარდა

26-12-2017

მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.1 მლრდ ლარით, ანუ 3.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.2 პროცენტი შეადგინა) და პირველი დეკემბრისათვის 34.6 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.5 პროცენტია.
მიმდინარე წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930