25-08-2020
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სატელევიზიო მომსახურებების სპექტრი გაძლიერდება - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.
"ისრაელის საელჩოსა და MASHAV-ისთვის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) დიდი პატივია, რომ მხარს დაუჭერენ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სატელევიზიო მომსახურებების განვითარება-გაუმჯობესებას.
პროექტი ინიცირებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, რომელსაც შემდგომ საფუძველი ჩაუყარაგაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში (UNICEF Geogria) და მაკლეინის ასოციაციამ ბავშვებისთვის (MAC Georgia).
Beit Issie Shapiro არის ორგანიზაცია ისრაელში, რომელიც ითვლება გლობალური ლიდერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ზრუნვის სფეროში და სწორედ ის შეარჩია UNICEF Geogria -მ ამ პროექტის ექსპერტ-კონსულტანტად. Beit Issie Shapiro-ს უდიდესი გამოცდილებისა და უნიკალური ექსპერტული ცოდნის საფუძველზე მოხდება როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ მოწინავე და დახვეწილი სატელევიზიო მომსახურებების მიწოდებას ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის საქართველოში.
ისრაელის საელჩო და MASHAV-ი დიდ მადლობას უხდიან UNICEF Geogria-სა და საქართველოს მთავრობას, რომ მიეცათ შესაძლებლობა ამ მნიშვნელოვან პროექტში თავიანთი წვლილი შეეტანათ"-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.