გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოხანაშვილი: პოლიტიკური ძალის იმ სახელმწიფოსგან შესაძლო დაფინანსებაზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მტრული განწყობები აქვს, არანაირი შეკითხვა არ უნდა დარჩეს

25-08-2020

არანაირი შეკითხვა არ უნდა დარჩეს პოლიტიკური ჯგუფის იმ სახელმწიფოს მიერ შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მტრული განწყობები აქვს - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსების საკითხი, როგორც საქართველოში, ასევე ბევრ ქვეყანაში დგება ხოლმე გამოკვლევის, გამოძიების, გარკვევის საგანი. შესაბამისად ჩვენს ქვეყანაშიც გასარკვევია მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფების დაფინანსების წარმომავლობა, განსაკუთრებით ისეთი ჯგუფების, რომლებიც ღიად გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან.

„მე მიმაჩნია, აბსოლუტურად ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არანაირი შეკითხვები არ დარჩეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ისეთ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს ჩვენს ქვეყანასთან მტრული განწყობების მქონე სახელმწიფოებთან.

ჩვენთვის ყოველთვის იყო წყალგამყოფი და „ქართული ოცნება“ გამორიცხავდა რაიმე ტიპის თანამშრომლობას ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებსაც ჰქონდათ სიმპათიები, დამოკიდებულება და ინტერესები რუსეთთან. შესაბამისად საინტერესოა, გარკვეული პერიოდის წინ ისინი რომ აცხადებდნენ, რომ ითანამშრომლებდნენ პრორუსულ ჯგუფებთან, როგორია მათი დამოკიდებულება დღეს? მათ უნდა აუხსნან საზოგადოებას როგორ ხდება, რომ ისინი თავს უწოდებენ პროდასავლურ ჯგუფებს, თუმცა მაგიდასთან სხედან ბურჯანაძესთან, გრიგოლ ვაშაძესთან, ოქრუაშვილთან და კიდევ ბევრ სხვა ადამიანთან, უნდა გაირკვეს ახლა, როგორ აპირებენ ისინი თანამშრომლობას პრორუსულ ჯგუფებთან“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930