გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ბიძინა ივანიშვილი: რაც "იმედთან" დაკავშირებით ვნახე, თმა ყალყზე დამიდგა

27-08-2020

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის შეძრა შეთანხმებამ, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის შედგა.


ეს განცხადება ივანიშვილმა ჯერ კიდევ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ყოფნის დროს გააკეთა.


"იმედთან" დაკავშირებით თემას გრიფი "საიდუმლო" მოვხსენით. უნდა ნახოთ, რა შეთანხმებაზეა ხელი მოწერილი სახელმწიფო ჩინოვნიკებსა და ოჯახის წევრებს შორის. მე ამის გახმაურების უფლება არ მაქვს, მაგრამ ისეთ რამეებს მალავენ, რაც დასამალი არ არის და წინ არის გამოსატანი.


თმა ყალყზე დამიდგა, რაც მე იქ ვნახე და რაზეც არის ხელისუფლების ჩინოვნიკებსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის დადებული ხელშეკრულება" - განაცხადა ივანიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე და რიყეზე საპროტესტოდ გამოსული მოსახლეობის დარბევის შემდეგ სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შევიდა, რის გამოც ტელევიზიის მაუწყებლობა დაახლოებით ორი თვით შეწყდა, მაუწყებლობის აღდგენის შემდეგ კი მისი სარედაქციო პოლიტიკა მკვეთრად სახელისუფლებო გახდა.


"იმედის" 2007 წლის შემდგომ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება აგრეთვე "მოდელირებული ქრონიკა".


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930