გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნ

11-04-2018

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია სამცხე-ჯავახეთის მხარეს ესტუმრა, სადაც ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი კოპაძესთან, მხარის გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთან, ახალციხის მერთან, ზაზა მელიქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გელა ნოზაძესთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.


ზაზა გაბუნიამ ქალაქ ვალეში ახალი, ევროსტანდარტებზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა მოინახულა და ისტორიული მნიშვნელობის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.


"ქალაქ ვალეში კულტურის სახლი ათეული წლებია განახლებას საჭიროებდა. განახლებული კულტურის სახლი საზღვრისპირა ქალაქში კულტურულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მოემსახურება. რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ის რიგით მეათეა, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განახლდა"-აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930