გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარიამ პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

31-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ მიქელაძესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ცოტნე ანანიძესთან ერთად ციხისძირში პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა უმასპინძლა, რომელმაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ისტორიული ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის მნიშვნელობას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პეტრას ციხის განახლებისთვის 750 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ციხის დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლებს, ასევე - დერეფნის უბანს. ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930