გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოდან 23,784 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

31-08-2020

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23,784 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,963 ტონით მეტია.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (15,449 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,304 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის (112,9 ტონა), უკრაინის (111.5 ტონა), მოლდოვას (89,6 ტონა), პოლონეთის (92.6 ტონა), სლოვენიის (57,3 ტონა), სინგაპურის (0,04 ტონა) და ყატარის (0.01 ტონა) რესპუბლიკებში.

ატმის ფასი 1.00 – 2.00 ლარამდე მერყეობს, ხოლო ვაშლატამას 1.30 – 2.00 ლარამდე.

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930