31-08-2020
„ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში, ამ შემთხვევაში სპეციალური პროტოკოლი არის დადგენილი“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დამკვირვებლებისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ პსრ ტესტირება, მათთვის ხელისუფლების მხრიდან იქნება შეთავაზებული ლოჯისტიკური განსხვავებული პირობები, შეიძლება დაორგანიზდეს სპეციალური ფრენებიც კი იმისათვის, რომ დამკვირვებლებს გაუადვილდეთ საქართველოში ჩამოსვლა.
„დღევანდელი მდგომარეობით ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში ეუთოდან, ოდირიდან და სხვა საპარლამენტო ასამბლეებიდან. ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების საკმაოდ მასშტაბური ვიზიტიც იგეგმება. არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება დამკვირვებლების არჩამოსვლის საკითხი. ეს არის IRI და NDI, ევროპარლამენტი, სადაც ჯერ კიდევ ადგენენ წესებს ზოგადად, არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში იქნება სრულმასშტაბიანი კამპანია, რომელიც იქნება საკმაოდ ინტენსიური იმისათვის, რომ საპროგრამო გზავნილები თითოეულ ამომრჩევლამდე მივიდეს.