გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„echo.az“(აზერბაიჯანი): რატომ ააღელვა სომხები საქართველოს რეიტინგმა და ერევნის სამხედრო ჩამორჩენამ თბილისთან შედარებით?

12-04-2018

“როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა კომპანია Global Fire Power-ის შედგენილი რეიტინგი მსოფლიოს ქვეყნების სამხედრო ძლიერების შესახებ, რომლის მიხედვითაც პირველი ათეული ასე გამოიყურება: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, თურქეთი, გერმანია და ეგვიპტე. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ლიდერობს უკრაინა, რომელსაც 30-ე ადგილი უკავია, მას მოსდევს უზბეკეთი - 48-ე ადგილი, ბელორუსი - 49-ე, ყაზახეთი - 55-ე, აზერბაიჯანი - 58-ე, საქართველო - 82-ე, თურქმენეთი - 86-ე, სომხეთი - 93-ე, ყირგიზეთი -108 და ტაჯიკეთი – 112-ე ადგილი”-ამის სესახებ აზერბაიჯანული გამოცემის, «Эхо»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSPGE გთავაზობთ ტოფიგა კასიმოვას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

გასაგებია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ასეთმა დიდმა განსხვავებამ ერევანში ბევრი შეაშინა, თუმცა არ შეიმჩნიეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში Global Fire Power-ის ანგარიშს „არასერიოზული“ უწოდეს. მინისტრის პრეს-მდივნის არწრუნ ოვანისიანის თქმით, „დოკუმენტის კომენტირებაც კი უხერხულია. მასში ასახული მონაცემები და შეფასებები ყურით მოთრეულია. განა შეიძლება საქართველო, რომელსაც რეგულარული არმია, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად არ ჰყავს, რეიტინგში სომხეთს მთელი ათი პუნქტით უსწრებდეს? ამით ყველაფერია ნათქვამი“.


თითქმის იგივე გაიმეორა რუსმა სამხედრო ექსპერტმა, პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ხრამჩიხინმა, რომლის აზრით, Global Fire Power-ის რეიტინგი „ორივე ფეხით კოჭლობს - გინდაც იმიტომ, რომ მონაცემების მიხედვით, საქართველო სამხედრო ძლიერებით სომხეთს უსწრებს. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს სერიოზული შეიარაღებული ძალები არ ჰყავს“.


„აზერბაიჯანთან მიმართებით შეიძლება რეიტინგის შემდგენელ ავტორებს გავუგოთ. მათ, ალბათ, ბაქოს სამხედრო ხარჯების ზრდა გაითვალისწინეს (რომელიც სომხეთზე მეტია), ასევე კასპიის საზღვაო ფლოტილიის არსებობა, არმიის პირადი შემადგენლობის რიცხობრიობა. თუმცა რატომაა საქართველოს ინდექსი სომხეთზე მაღალი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია“, - აღნიშნა ალექსანდრე ხრამჩიხინმა. მისი ვარაუდით, ანგარიშის ავტორებმა თავიანთ შეფასებებში სუბიექტური მიდგომა გამოავლინეს.


საინტერესოა, რატომ ააღელვა ექსპერტები საქართველოს რეიტინგმა და ერევნის სამხედრო ჩამორჩენამ თბილისთან შედარებით? საქართველოს ხომ არც ნავთობი აქვს და არც ნავთობდოლარები... ან შეიძლება საქმე სხვაგვარადაა - შესაძლოა სომხეთი სერიოზულად განიხილავს საქართველოსთანაც დაპირისპირების გეგმებს?


გასაგებია, რომ ერევნისათვის ასეთი სცენარი თვითმკვლელოობის ტოლფასი იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ორ ფრონტზე ბრძოლას სომხეთი ნამდვილად ვერ გაუძლებს; მეორე - საქართველო სომხეთისათვის „სიცოცხლის გზას“ ნიშნავს, რომლის მეშვეობითაც რუსეთს უკავშირდება. მოკლედ, არგუმენტები შეიძლება უსასრულოდ ჩამოვთვალოთ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ „სომხური კარტის“ გათამაშება შეიძლება რუსეთმა სცადოს - იმ რუსეთმა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ომი არაერთხელ გაუჩაღებია.


ყოველ შემთხვევაში, იმ დროს, როცა რუსეთ-სომხეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის ინფორმაცია გამოქვეყნდა, ექსპერტები სერიოზულად განიხილავდნენ მის სავარაუდო გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ. ეყოფა ერევანს პოლიტიკური ნება და ჭკუა იმისთვის, რომ ასეთი სცენარს არ დათანხმდეს, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930