გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ნაცვლიშვილი: არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ძებნილმა ექს-პრეზიდენტმა უკვე მერამდენედ შემოგვითვალა უკრაინიდან, რომ საქართველოში ბრუნდება

2-09-2020

,,არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ძებნილმა ექს-პრეზიდენტმა უკვე მერამდენედ შემოგვითვალა უკრაინიდან, რომ საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილის ყალბი სინანულით გაჯერებულ და უგემოვნო პათეთიკით სავსე ამ ვიდეო-პერფორმანსს წინ უძღვოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და მათთან მიტმასნილი, ყავლგასული პოლიტიკური დინოზავრების აქტიური პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ „მთავარი ოპოზიციური პარტიის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ყოველმიზეზგარეშე, მიშა უნდა იყოს. ეს ყველაფერი კი დაგვირგვინდა ნაციონალი ხატია დეკანოიძის ისნის მაჟორიტარულ ოლქში ნომინირებით, რითაც საბოლოოდ დაესვა წერილი ნათელაშვილის ფანჩატურში ტანჯვით შობილ შეთანხმებას დედაქალაქის მაჟორიტარული ოლქების ოპოზიციურ პარტიებს შორის გადანაწილების თაობაზე”,- ამის შესახებ ლაშა ნაცვილშვილი, ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ,,პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

მისი თქმით, აღნიშნულმა სამმა მოვლენამ, ერთობლიობაში, ძლივს შეკოწიწებული ოპოზიციური ერთობა, რომელსაც ისედაც ძალიან უჭირს, სრულიად მოარღვია და ბიძგი მისცა დისკუსიას იმის თაობაზე, თუ როგორ უშლის ხელს სააკაშვილის ეს ნაბიჯები „ნაი ნანატრი“ კოალიციური მმართველობის დამყარებას საქართველოში.

ლაშა ნაცვლიშვილი სააკაშვილი დისკუსიის, რომელსაც მისი თქმით საზრისი არ გააჩნია ოპოზიციის ელექტორალური პერსპექტივებიდან გამომდინარე, სულისჩამდგმელი, დირიჟორი და მთავარი სოლისტი – ინტელექტუალური უპირატესობის კომპლექსით ნატანჯი გიგა ბოკერიაა.

,,ვინ არ გამოთქვა თავისი „კომპეტენტური“ აზრი ამის თაობაზე – პოლიტიკოსებმა, პოლიტოლოგებმა, ექსპერტებმა, სოციოლოგებმა, ფსიქოლოგებმა, ჟურნალისტებმა, ბოლოსდაბოლოს. გვერდით გადადეთ, ერთი წუთით, მათი კომპეტენცია, მიუკერძოებლობა და სანდოობა – ჩემზე უარესს ვერც კი გაიფიქრებთ, არათუ იტყვით.

ამ ვნებათაღელვაში განსაკუთრებული ემოციური მუხტით სამშობლოს ბედზე გულდამწვარი, უბოროტო და, იმავდროულად, გულუბრყვილო საზოგადოებრივი სპიკერები, ეგრედ წოდებული, „ცნობადი სახეები“ გამოირჩეოდნენ, რომლებიც კალკულატორმომარჯვებულნი, ნაივური გულწრფელობით (ახლა მოდაშია ეს სიტყვა) ასაბუთებდნენ, რომ მიშამ გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლის სხივი – შემხვედრი მატარებლის პროჟექტორად გადააქცია. დაიზაფრნენ გოგლი-მოგლზე გაზრდილი ახლაგზრდა(?) ნარცისები, ჭამის მადა დაკარგა სრულიად სამოქალაქო საზოგადოებამ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ უდავო ფაქტსაც, რომ ამ დისკუსიას, ოპოზიციის ელექტორალური პერსპექტივებიდან გამომდინარე, საზრისი საერთოდ არ გააჩნია, იგი, ფაქტიურად, არაფერზეა, რადგან შეუძლებელია, რაციონალური მსჯელობა იმაზე, რაც პრინციპულად მიუღწევადია. რასაკვირველია, ამ დისკუსიის სულისჩამდგმელი, დირიჟორი და მთავარი სოლისტი – ინტელექტუალური უპირატესობის კომპლექსით ნატანჯი გიგა ბოკერიაა, რომელიც ცდილობს, საკუთარი ინტერესებისა და მწირი შესაძლებლობების არშინს მოარგოს და დაიმორჩილოს რეალობა, ისტორია, ლოგიკა და ლეგიტიმურად გამოაცხადოს პრეტენზია – საერთო ყულაბაში ნახევარი კონა ქინძი (უკაცრავად, ქინძი სხვას მიაქვს), ნახევარი კონა ტარხუნა მიიტანო და მთელი ქვაბი ჩაქაფული გერგოს წილად.მითუმეტეს, როცა ამ ქვაბს ძირი საერთოდ არა აქვს და საცერივით გახვრეტილია.

ასე იყო თუ ისე, გამოქვეყნდა კოალიციური მმართველობის მოსურნე საზოგადოების ერთობლივი აუდიტორული დასკვნა (თანდართული ბუღალტრული ანალიზით), რომელიც არითმეტიკულად ასაბუთებს, რომ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რბილად რომ ვთქვათ, კონტრპროდუქტიულია და ივანიშვილის ინტერესს უფრო ემსახურება, ვიდრე ოპოზიციის.”,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930