გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ირაკლი ალასანია: სააკაშვილი სადისტი და დამნაშავეა, მან პასუხი უნდა აგოს!

6-09-2020

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" დროს მომხდარი ყველა დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა პირადადა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.


ალასანიას აღნიშნული განცხადება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" 2012 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა, მაშინ, როცა 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი.


"როცა პრეზიდენტი სააკაშვილი იძახდა, რომ ბაჩო ახალაია არის რეფორმატორი, ყველაზე კარგი და ეფექტური მინისტრი, აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ბაჩო ახალაია სადისტი და დამნაშავეა.


მივიჩნევ, რომ პრეზიდენტიც სადისტი და დამნაშავეა და მანაც უნდა აგოს პასუხი!


სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს მეგის ქარდავა და ზურა ადეიშვილი, რომლის უწყებაც ზედამხედველია იმაზე, თუ როგორ სრულდება კანონი, და პირადად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადგან მას ეკისრება ყველაფერზე პასუხისმგებლობა. მართლმსაჯულების წინაშე ყველა უნდა წარსდგეს"- განაცხადა ალასანიამ.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30