გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ანგარიშის ავტორები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ვერ მალავენ

12-04-2018

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეფასებით, „Freedom House”-ის ანგარიშში, ავტორები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ვერ მალავენ. 

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



„ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში. საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველს არის მოკლებული. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა პანორამა თბილისთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას. ანგარიში იმეორებს „რუსთავი 2“-ისა და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031