გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი უმრავლესობის დაშლას გამორიცხავს

12-04-2018


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არანაირი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, უმრავლესობის დაშლა გამორიცხულია.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„იმ რეალობიდან და დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მოლოდინები პარლამენტში ძველებური ტიპის უმრავლესობის არსებობის თაობაზე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მოძველებულია. იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობებიც. უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია, ზოგიერთ შემთხვევაში გარეთ არ გამოვიდეს ხოლმე, მაგრამ, არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის, მინდა ვუთხრა იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას, ნუ გააკეთებენ ამას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთიანობა მარტო „ქართული ოცნებისთვის“ არ არის მნიშვნელოვანი; ეს სტაბილურობა არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარი და მას საქართველოში ვერაფერი დაემუქრება“- განაცხადა პრემიერმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930