გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა 9 კილოგრამი „ჰაშიში“ ამოიღეს

12-04-2018


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა გ.კ. თბილისში, DHL-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ამანათის სახით მიღებული, პირველადი ინფორმაციით, 9 კილოგრამი „ჰაშიში“ ამოიღო, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ამანათი ნეპალიდან გერმანიის გავლით არის გამოგზავნილი.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლით მიმდინარეო

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031