გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
თავჩაქინდრულმა შევარდნაძემ უცებ თავი ასწია და უთხრა: კი, ჩემი რეზო, მაგრამ პედერასტებთან დავმარცხდიო - კოკო გამსახურდია

11-09-2020

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შესახებ ერთ ფრაგმენტს იხსენებს.


კოკო გამსახურდიამ აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, რომელიც შემდგომ გაზეთმა "ასავალ - დასავალმა" რუბრიკაში - "კვირგვინოსნები" გამოაქვეყნა:


"ერთხელ, უკვე გადამდგარმა ედუარდ შევარდნაძემ დაბადების დღე გადაიხადა. თამადად რეზო ამაშუკელი იყო. მან ისეთი სადღეგრძელო უთხრა შევარდნაძეს, რომ ყველა უხერხულობისაგან შეიშმუშნა:


ბატონო ედუარდ თქვენ ყველა დაამარცხეთო და მოჰყვა 1972 წლიდან: მექრთამეები, კომბინატორები, პროტექციონისტები, ქორვაჭრები, კომუნისტები, კა გე ბე, ზვიადისტები, ტერორისტები, მხედრიონი, იმპერიალისტები, კორუფცია, საქართველოს ერთიანობის მტრები...


ედუარდმა კი, რომელიც თავჩაქინდრული უსმენდა, უცებ თავი ასწია და უთხრა: კი, ჩემო რეზო, მაგრამ პედერასტებთან დავმარცხდიო" - წერს კოკო გამსახურდია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031