11-09-2020
საქართველოს მთავრობამ 2012 წელს, ხელისუფლებიდან წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე ვაშინგტონში დამატებით ორი ლობისტური ფირმა, Prime Policy Group და Gephardt Goverment Affairs დაიქირავა, რომლებიც კონგრესთან და აშშ-ის ადმინიტრაციასთან თავისუფალი ვაჭრობისა და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ურთიერთობებსა და ადვოკატირებას უზრუნველყოფდნენ.
Civil Georgia -ს ინფორმაციით, Prime Policy Group - ის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ამ ფირმასთან 20012 წლის ივნისში, 150 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვსთვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
Prime Policy Group - ს იმ დროს ჩარლზ ბლექი ხელმძღვანელობდა, რომელიც სენატორ ჯონ მაკკეინის 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი იყო.
New York Times -ი ბლექს ახასიათებდა როგორც "სუპერ ლობისტს", რომელიც რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის, მით რომნის ერთ-ერთი "არაფორმალური მრჩეველი" იყო.
კონტრაქტის თანახმად, Prime Policy Group - ი უზრუნველყოფდა სტრატეგიულ რჩევებსა და კონსულტაციებს, დახმარებას ნატო-სთან დაკავშირებულ და წინასაარჩევნო საკითხებზე, ასევე, კონგრესთან და აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს და ადვოკატირებას "თავისუფალი ვაჭრობისა და დემოკრატიის საკითხების ხელშეწყობის" კუთხით.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით