გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკში იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას ონლაინ შეძლებენ

11-09-2020

საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი შპს-ს და ინდ. მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, ბანკში მიუსვლელად გახდნენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები და დისტანციურად გახსნან ორგანიზაციის პირველი ანგარიში.

იმისათვის, რომ კომპანიის დირექტორმა ანგარიში დისტანციურად გახსნას, ის, როგორც ფიზიკური პირი, საქართველოს ბანკის მომხმარებელი უნდა იყოს. მას შემდეგ რაც, შპს ან ინდ. მეწარმე დისტანციურად გახდება საქართველოს ბანკის ბიზნესკლიენტი, ანუ გახსნის პირველ ანგარიშს, ის ავტომატურად მიიღებს ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა პროდუქტს. როგორიცაა: მიმდინარე ანგარიში (GEL, USD, EUR), ინტერნეტბანკი, ბიზნესბარათი (Cash Card ან Business Card) და შეტყობინებების სერვისი.

იმ შპს-სა და ინდ. მეწარმისთვის, რომელიც დისტანციურად გახსნის ანგარიშს, ბანკის გადაწყვეტილებით, 6 თვის განმავლობაში სერვისები (მიმდინარე ანგარიში (GEL, USD, EUR), ინტერნეტბანკი, ბიზნესბარათი (Cash Card ან Business Card) და შეტყობინებების სერვისი) სრულიად უფასო იქნება. საქართველოს ბანკი კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის მომხმარებელს, თბილისის მასშტაბით, ასევე უფასოდ სთავაზობს ბარათის ადგილზე მიტანის სერვისს.

დისტანციური ანგარიშის გასახსნელად საკმარისია მომხმარებელმა ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტების ატვირთვის გარეშე შეავსოს მარტივი განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5f59e48c49226a1119b41cf0

„როგორც ყოველთვის, ახლაც საქართველოს ბანკი ზრუნავს ბიზნესების ხელშეწყობასა და განვითარებაზე და იმაზე რომ მომხმარებელს მათ საჭიროებაზე, ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი წარუდგინოს. ამჯერად ბანკმა იურიდიულ პირებს ონბორდინგი დისტანციურად შესთავაზა. იმისათვის, რომ შპს-მდა ინდ. მეწარმემ გახსნას კომპანიის პირველი ანგარიში, ამისათვის საჭიროა, ის, როგორც ფიზიკური პირი, იყოს ჩვენი მომხმარებელი, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე შეავსოს მარტივი ფორმა, რის შემდეგაც ის ბიზნეს პაკეტით გათვალისწინებულ სერვისებს 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ მიიღებს“,-განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930