გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი

11-09-2020

ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი, იმისათვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ, სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, მთავრობა სრულად მართავს პროცესს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - პრინციპი ადაპტაციის არის შემდგომი - სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ უკვე ადამიანის სწრაფად დაბრუნება ნორმალურ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეების პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა.

„კარგად გვესმის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბევრი დისკომფორტი შეიქმნა. გავიგე, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გონივრული მიზანი - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკის გადარჩენა და სწრაფი აღდგენა. ეკონომიკის გადარჩენაზე უკვე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ სწრაფ აღდგენაზე. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. როდესაც ვამბობთ, რომ მიღებული შეზღუდვების დისციპლინა და აღსრულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს ელემენტარულ რაღაცეებს - მაგალითად, პირბადის ტარება აუცილებლად დახურულ სივრცეში, ასევე პირბადის ტარება, როგორც რეკომენდაცია, ღია სივრცეში, მაგალითად პირბადის ტარება, როდესაც ღია სივრცეში ხდება 200-მდე ადამიანის შეკრება სხვადასხვა ღონისძიებების დროს. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, ისევე, როგორც დისტანციის დაცვა, პირადი ჰიგიენა და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930