გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: არჩევნების თარიღის შეცვლა დღის წესრიგში არ დგას

11-09-2020

არჩევნების თარიღის შეცვლა ან საარჩევნო პროცესზე რაიმე სახის ცვლილებები დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რაც არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებას შეეხებოდა.

მისი თქმით, არ დაწესდება ისეთი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა ექნება ეკონომიკაზე.

"არჩევნების თარიღის შეცვლა ან საარჩევნო პროცესზე რაიმე სახის ცვლილებები დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას ისევე, როგორც არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031