გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: CRRC პრაქტიკულად ნაცმოძრაობის ორგანიზაცია და ძალიან ხშირად 20-25 % -ით ცდებოდა

14-09-2020

„CRRC პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია და ძალიან ხშირად 20-25 % -ით ცდებოდა. ასეთი ბეგრაუნდი რისი თქმის საშულებასაც იძლევა, თავად გადაწყვიტეთ“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ძნელი სათქმელია რას ემსახურება CRRC-ის - საველე სამუშაოების ჩამტარებელი ამ ორგანიზაციის მიერ მოპოვებული მონაცემები, რომელიც, ალბათ, ვერ იქნება რეალობასთან შესაბამისობაში.

„ამის გაგრძელება იქნება ის, რომ შეგვაგუონ ჩვენ და ქართული საზოგადოება ასეთ არარეალურ მონაცემებს, რომელითაც დაიწყეს და შემდეგ, უკვე არარეალურ მონაცემებს, ასევე ნახევარფაბრიკატს დადებენ, მაგალითად, პირდაპირ გამოკითხვას, ალოკაციის გარეშე, აქაც მანიპულაციას გააკეთებენ და არ ვიცი რას ემსახურება ეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930