გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილ: საზოგადოებას ვთხოვთ, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ წესრიგის დაცვაში, პოლიციას და შრომის ინსპექციას, იმიტომ, რომ დღეს პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანზეა

14-09-2020

გამკაცრებულია იმ რეგულაციებისა და წესების აღსრულება, რომელიც დღეს მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ შრომის ინსპექცია და პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ წესების დაცვა გააკონტროლოს.

„საზოგადოებას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ, წესრიგის დაცვაში, პოლიციას და შრომის ინსპექციას, იმიტომ, რომ რეალურად, პასუხისმგებლობა, დღეს, არის თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი მხრიდან, ელემენტარული წესების დაუცველობამ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელება გამოიწვიოს“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031