გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ვირუსს საკმაოდ არაპროგნოზირებადი ბუნება აქვს, მთავრობა ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო თანმიმდევრული

14-09-2020

ბათუმშიც და სხვა რეგიონებშიც, კონტროლი, შესაბამისი უწყებების - პოლიციისა და შრომის ინსპექციის მიერ ხორციელდებოდა, თუმცა ბუნებრივია, მობილობა საკმაოდ გაიზარდა, რადგან საკურორტო სეზონი იყო, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ მოცემულობას დაემატა ისიც, რომ მოქალაქეები არ იცავდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეგულაციებს.

„დღეს შემთხვევების რაოდენობა გვაქვს შედარებით გაზრდილი, ჩვენ ამაზე ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ და მკაცრი შეზღუდვები გამოვიყენეთ. ამიტომ, გასაგებია, რომ ისმის კითხვის ნიშნები - რატომ გამოვაცხადეთ თავის დროზე საგანგებო მდგომარეობა, როდესაც 10-ჯერ ნაკლები შემთხვევა გვქონდა და რატომ არ გვაქვს ახლა უფრო მეტი შეზღუდვა. პასუხი ძალიან მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსს საკმაოდ არაპროგნოზირებადი ბუნება აქვს, მთავრობა ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო თანმიმდევრული ამ საკითხთან მიმართებით და დღესაც ამ თანმიმდევრულ მოქმედებებს ვაგრძელებთ. დასაწყისში ჩვენ ვთქვით და პროგნოზი გავაკეთეთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდებოდა, განსაკუთრებით შეზღუდვების მოხსნასთან, მათ შორის, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად. ამას დაემატა ისიც, რომ საკურორტო სეზონი იყო, ბუნებრივია. ის, რაც დღეს ხდება, ამაზე პროგნოზები თავის დროზე გავაკეთეთ“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930