გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: პასუხისმგებლობა უნდა იყოს ორმხრივი

14-09-2020

მთავრობამ მკაცრად უნდა აღასრულოს დადგენილი შეზღუდვები, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებს და მეორეს მხრივ, მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, რომ ეს რეკომენდაციები დაიცვან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, პასუხისმგებლობა უნდა იყოს ორმხრივი.

„ჩვენ ცალსახად არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ მთავრობის ან მხოლოდ მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე. ჩვენ დღეს ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით, რომ ეს პასუხისმგებლობა ორმხრივია. როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ შემთხვევები გაიზრდებოდა, იქვე ვთქვით, რომ ეკონომიკის მეორედ გაჩერების შესაძლებლობა ქვეყანას აღარ აქვს. ამას ქვეყანა ვეღარ გადაიტანს. საგანგებო მდგომარეობა, სრული კარანტინი მეორედ, იქნებოდა დიდი ეკონომიკური ზიანის მომტანი, ამიტომ, პასუხისმგებლობა ამ კონტექსტში თითოეულ ჩვენგანზე ძალიან დიდია. ჩვენ გაუცნობიერებლად არ უნდა აღმოვჩნდეთ ვირუსის გამავრცელებლები და გაუცნობიერებლად შევიტანოთ წვლილი შემთხვევების რაოდენობის მატებაში, იმიტომ, რომ თითოეული გაუკეთებელი პირბადე და დაუცველი დისტანცია, თითოეული ისეთი თავყრილობა, რომელიც არ არის პირველადი საჭიროების, იწვევს შემთხვევების მატებას.

ამიტომ, ამ საკითხებს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930