გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ

14-09-2020

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რესან კონცელიძის წინასაარჩევნო შეხვედრები ბათუმის მოსახლეობასთან გრძელდება.

დეპუტატობის კანდიდატი აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატ ტიტე აროშიძესთან ერთად შეხვდა.

„განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი ჩემი შეხვედრა აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებთან. მოვისმინე საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში თითოეული ჩემი ბათუმელის პრობლემატური საკითხი, მაქსიმალურად მოკლე დროში ეფექტურად და დროულად გადაიჭრას. ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, ჩვენი უკეთესი ხვალინდელი დღის საწინდარია“-აღნიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს რესან კონცელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031