გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანმა ონლაინ ფორმატში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა გამართა

15-09-2020

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ონლაინ ფორმატში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან.

ერთკვირიანი მისიის პერიოდში, ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება, ისევე როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.

როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური მდგრადობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალი წლიდან ეკონომიკის გაჯანსაღებას და სწრაფ აღდგენას.

წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას. შემფასებელი მისია ოქტომბერში გააგრძელებს მუშაობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031