გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო

15-09-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის 39-ვე საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ტრადიციულად, განათლების სამინისტროს საჩუქართან - ახალ წიგნებთან და ნეთბუქებთან ერთად, პირველკლასელებს მერიისგან სასკოლო-საკანცელარიო ნაკრებიც გადაეცათ. ახალციხის მერიის საჩუქარი წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 613 პირველკლასელმა მიიღო.

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის განახლებისათვის მზადების პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე ადგილზე გაეცნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ მოსწავლეს, სტუდენტს, პედაგოგსა და მშობელს ულოცავს სწავლის დაწყებას, ამასთან წარმატებებს და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930