გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
გუბაზ სანიკიძე: დიახ, სააკაშვილს მოღალატეს ვეძახდი და ამას ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებდი...

15-09-2020

ოპოზიციის წარმომადგენლის, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მედია უნდა მიესალმოს იმ ფაქტს, რომ ისეთი, "თითქმის მოსისხლე მტრები", როგორიც თვითონ და სააკაშვილი იყვნენ, დღეს მოკავშირეები გახდნენ.


ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ "ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას მას შემდეგ განაცხადა, როდესაც წამყვანმა შეახსენა, რომ ის მიხეილ სააკაშვილს, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ქვეყნის პირველი პირი იყო, მოღალატეს ეძახდა.


"კი, მიხეილ სააკაშვილს მოღალატეს ვეძახდი, ისევე, როგორც არც სხვა აკლებდა ხელს და არც ერთმანეთს ვაკლებდით ხელს.


მე პირადად ამას ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებდი... ისე, რომ იცოდეთ ღალატის ეტიმოლოგია არაბული სიტყვაა და ნიშნავს შეცდომას... და შეცდომა არაბულად ნიშნავს ჯარიმას, სპორტული ტერმინია...


ინგა, მე მგონი ჟურნალისტები უნდა მიესალმოთ იმას, რომ ისეთი, თითქმის მოსისხლე მტრები, როგორც მე და სააკაშვილი ვიყავით, გავხდით მოკავშირეები..."- განაცხადა სანიკიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930