გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პენიტენციური სამსახური: პენიტენციურ დაწესებულებებში არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

15-09-2020

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ბრალდებულების სასამართლო პროცესზე მიყვანა დაგვიანდა - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განხადებაშია ნათქვამი.

"ტელეკომპანიამ ინფორმაცია ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით რამდენიმე თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. დღეის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტირებას გადის, რაც სხვა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად სისტემის კოვიდ ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ამასთან, სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031