16-09-2020
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
შეხვედრების ფარგლებში, სოზარ სუბარმა სამგორის რაიონის ვარკეთილის მასივში მცხოვრებ ამომრჩეველთან გამართა შეხვედრა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა.
მოსახელობის ძირითადი პრობლემები ამორტიზირებული ლიფტების ახლით ჩანაცვლებას, გამწვანების საკითხს და ტაძრის მშენებლობას ეხებოდა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას აცნობა, რომ სამგორის რაიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს სკვერების მშენებლობა, რამოდენიმე უბანში შეიცვალა კანალიზაციის სისტემა, მოწესრიგდა შიდა გზები, ხოლო 57 კორპუსში ამორტიზირებული ლიფტების ახლით ჩანაცვლება განხორციელდა. მისივე თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.