16-09-2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
შპს „დეზ-ეფექტის“ თანამშრომლებმა მუნიციპალური საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარეს. ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარების საშუალებით დამუშავდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია სისტემატიურად მიმდინარეობს.