გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
"ეგ ნაბიჭ...რი ოთარ კახიძე იყო სახლში შემოსული, როცა ჩემ შვილს იარაღი ჩაუდეს, მისი მეთვალყურეობით მოხდა ყველაფერი" - თარხან ბათირაშვილის მამა 2008 წლის მოვლენებს იხსენებს

19-09-2020

"ისლამური სახელმწიფოს" ერთი - ერთი ყოფილი ლიდერისა და საველე მეთაურის, თარხან ბათირაშვილის მამა იხსენებს, როგორ დააპატიმრეს მისი შვილი 2008 წლის ომის შემდეგ, სადაც აწ გარდაცვლილი ბათირაშვილი ქართული არმიის რიგებში, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.


აღნიშნულ თემაზე თემურ ბათირაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალის" კორესპონდენტს ესაუბრა.


"2008 წლის ომი რომ დამთავრდა და საქართველო დაიღუპა, ერთ დღეს ოჯახში შემოგვესივნენ, შეიარაღებული ხალხით იყო სავსე მთელი სახლი და ეზო.
ღამის 3 საათი იქნებოდა დაწყებული, ბრახაბრუხი გაუდიოდა კარს. ქვემოთ ჩემი შვილის - თამაზის ცოლშვილს ეძინა, თამაზი კი თბილისში იყო. გამოვედი გარეთ და მთელი "ბალკონი" ხალხით იყო სავსე. ვინ ხართ-მეთქი? - ვკითხე.


- ჩვენ იქიდან ვართ, საიდანაც საჭირო არისო! - მიპასუხეს.


- დაიცა, შვილო აქ არ ჩახვიდეთ, პატარა ბავშვი და ქალია, არ შეაშინოთ-მეთქი! ჩავედი და ჩემ რძალს ვუთხარი, ადექით, სადმე მეზობლებში გადადით მეთქი! მივუბრუნდი ამათ და ვეკითხები, - აბა რა გინდათ-მეთქი? გავიხედე და რას ვხედავ, მთელი ეზო მოფენილია სპეცრაზმელებით, - ზოგი სასიმინდეშია, ზოგი - სხვენზე. ღმერთი, რა ამბავი იყო... ჩემ თავს ვეკითხებოდი, არასდროს ამ ხალხთან საქმე არ მქონია, ჩემი შვილებიც არ არიან ასეთები და ეს რა ამბავია-მეთქი? თარხანი (თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი რედ.) სამსახურიდან რომ გამოაგდეს ერთი პისტოლეტი ჰქონდა - "ჩეზე", რომელიც ოფიციალურად იყო გაფორმებული.


ქვემოთ კომპიუტერი ჰქონდა, საძილე ტომრები, სამხედრო ფორმები იყო თუ რაც იყო, ყველაფერს მოხვიეს ხელი და წაიღეს. ტახტი მედგა ქვემოთ... - მოდი აქ ძიაკაცოო! - დამიძახეს. მივედი და რას ვხედავ, ტახტის ქვემოდან ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა"კარდონის" ყუთი გამოათრია, რომელიც ტყვიებით იყო სავსე. ეგ ყუთი ადრე თვალითაც არასოდეს მინახავს, ჩაუდეს! მაგათ მოათრიეს და ჩადეს... - ეს რა არის ბიძა კაცო? - მეკითხებიან და პატრონებით სავსე ყუთს მაჩვენებენ. არ ვიცი შვილო, ეგ თქვენი მოტანილია-მეთქი! - ვუთხარი" - განაცხადა თემურ ბათირაშვილმა.


მისივე თქმით, როდესაც თარხანი ციხიდან გამოვიდა, იარაღი დაიბრუნა, დანარჩენი ნივთები კი, კომპიუტერიდან დაწყებული სულ დაუკარგეს.


"მაშინ თარხანი ვაჭრობდა, საქონელი ოთახში ჰქონდა და რასაც კი ხელი მოკიდეს, სუყველაფერი მოიპარეს და წაიღეს ამ ქურდებმა.


თარხანს იარაღი რომ ჩაუდეს, იმ ღამეს იცით ვინ იყო ჩვენს სახლში შემოსული? მერაბიშვილის ადვოკატი რომ იყო, ეგ ნაბიჭვარი ოთარ კახიძე იყო. მაგის მეთვალყურეობით და მონაწილეობით შეაგდეს ტახტის ქვეშ ის "კარდონის" ყუთი, რომელშიც ტყვიები იყო.


კახიძემ ყველაფერი იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა! ახლა გამოდის ეგ ნაბიჭვარი, ეგ ლილიპუტი ადვოკატი და ენას არ აჩერებს! დიახ ეგ იყო, აქ იყო ეგ მაიმუნი" - განაცხადა თემურ ბათირაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930