გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
გუბაზ სანიკიძე: მე და სააკაშვილმა ერთმანეთს მოვუბოდიშეთ...

20-09-2020

"ეროვნული ფორუმის" ყოფილი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ამჟამად ოპოზიციაში მყოფი გუბაზ სანიკიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოდიშის მოხდას აფასებს და აცხადებს, რომ სააკაშვილმა ბოდიში არა პოლიტიკოსებს, არამედ ქართველ ხალხს მოუხადა.


ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ "ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.


"რაც შეეხება სააკაშვილის მიერ ბოდიშის მოხდას, რატომღაც ჩათვალეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა, ჩემმა კოლეგებმა, თანამებრძოლებმა და თანამესანგრეებმა, რომ რომ მიშამ ბოდიში მათ მოუხადა...


ძვირფასო პოლიტიკოსო ქალბატონებო და ბატონებო, რაღაცებს ძალიან ნუ დაივალებთ, მიშას თქვენთვის ბოდიში არ მოუხდია, მიშამ ბოდიში ქართველ ხალხს მოუხადა" - განაცხადა სანიკიძემ.


მისივე თქმით, ერთმანეთს ბოდიში მან და სააკაშვილმაც მოუხადეს.


"სანამ კიევში ჩავიდოდი მე მქონდა საუბარი მიშასთან და მერე, როცა კიევში ჩავედი, მე და მან ერთმანეთს ბოდიში მოვუხადეთ. ერთმანეთს ერთმა შუამავალმა დაგვალაპარაკა, ლაპარაკის სურვილი კი ორმხრივი იყო. ერთმანეთს ბოდიში მოვუხადეთ იმიტომ, რომ ერთმანეთთან ბოდიშის მოსახდელი გვქონდა. მე მოვუხადე ბოდიში იმის გამო, რასაც მასზე ვლაპარაკობდი და იმასაც ჰქონდა მოსახდელი, იმიტომ, რომ არც ის მაკლებდა" - განაცხადა სანიკიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930