გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საგარეო პოლიტიკის მიმართულებით თითოეულ გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვიღებთ

14-04-2018

„თითოეული გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ჩვენს მიერ მიიღება ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით და ამ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული მხარის მიერ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელის მიუღებელ პირად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არც მომავალში შეიცვლება.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ვმოქმედებდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის ჩვენი მიდგომა და ამ მიდგომით გაგრძელდება მუშაობა“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031