21-09-2020
როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, არჩევნებს აყალბებდა, ახლა, ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგებთან დაკავშირებული კვლევების შესახებ განაცხადა.
„ბოლო დროს ძალიან ბევრი კვლევა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი შემიძლია, ვთქვა, თუ წინა წლებში, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და აყალბებდა არჩევნებს, ახლა ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით. ბოლო კვირებში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მომზადებული კვლევები ვნახეთ, ტელევიზიების კვლევები. შეიძლება, იყოს დავა და მსჯელობა, თუ ვინ ჩაატარა და როგორი მეთოდოლოგია იყო, მაგრამ ის, რაც გუშინ აჩვენეს, ყველაფერს სცდება“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ყველაფერი შედარებითია და საზოგადოებისთვის არჩევანი მარტივი გასაკეთებელი იქნება.