გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
"პატიმრების ერთი ბრიგადა იყო და "გასაუპატიურებელ პატიმარს" სწორედ ამ არაკაცების საკანში უშვებდნენ" - გლდანის ციხის ყოფილი პატიმრის მოგონებიდან

21-09-2020

გლდანის ციხის ყოფილი პატიმარი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს პატიმრობის 8 თვე გლდანის ციხეში, დანარჩენი პერიოდი კი ქსნის ციხეში გაატარა, გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში იმ ჯოჯოხეთის შესახებ საუბრობს, რაც გლდანის საპატიმროში თავისი თვალით ნახა:


"გლდანის ციხის თანამშრომლები - რიგითი კონტროლიორი, უმაღლესი ჩინის ოფიცერი თუ სამედიცინო სამსახურის პერსონალი, ყველა ძალადობდა პატიმრებზე. ვიღაცები ამას დიდი სიამოვნებით აკეთებდნენ, ვიღაცები ნაკლები სიამოვნებით. პატიმარს ვერ ნახავთ, ვინც გლდანში ყოფილა, ეს რომ არ თქვას.


გლდანის ციხეში კარანტინის დაშლის კადრები ხომ ყველამ ვნახეთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მაგ კადრებში ძალიან მსუბუქად ურტყამენ პატიმრებს. თქვენ არ იცით, ყოველ პარასკევს, ანუ როცა კარანტინი იშლება და პატიმრები საკნებში გადაჰყავთ, იქ რა ცოდვის ტრიალი იყო.


ამ კადრებში ისე ჩანს, რომ ცემისას ხელკეტებსაც არ ხმარობენ, არადა, ჩემი იქ ყოფნის დროს, მხოლოდ ხელკეტებით კი არა წყლის გაყვანილობის პლასტმასის მილები რომაა, იმით გვცემდნენ. სისხლის გუბეები დგებოდა. ზედამხედველთა ამ სადამსჯელო დერეფანს გადიოდა ყველა, მათ გარდა, ვისაც ახლობელი ჰყავდა ციხის ადმინისტრაციაში ან ზემოდან ჰქონდათ ბრძანება. კარანტინის დაშლას აუცილებლად ესწრებოდა ვინმე სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან.


ცემდნენ უკვე საკანში გადაყვანილ პატიმრებსაც. ცემის მიზეზი კი ნებისმიერი რამ შეიძლება ყოფილიყო. მაგალითად, წამიერად ლოგინზე ჩამოჯდომა ან ჩვეულებრივი ტონალობით ლაპარაკი. უნდა გელაპარაკა ჩურჩულით. შეიძლება პატიმარი იმის გამო ეცემათ მხარზე ბუზი რატომ გაზისო. იყვნენ თანამშრომლები, რომლებსაც როცა ავალებდნენ მხოლოდ მაშინ გვცემდნენ, ზოგს კი უკვე ამის მოთხოვნილება ჰქონდა.


მათგან ერთ-ერთი, ვინც სისასტიკით ყველასგან გამოირჩეოდა, ლევან ბეშქენაძე, იგივე "ბეშქენა" იყო. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ეს კაცი მანიაკია.


ასევე, გლდანის ციხეში ერთ-ერთი მთავარი ჯალათი ოლეგ ფაცაცია იყო. ციხის უფროსი ხუჭუა მასთან არაფერი იყო" - აცხადებს პატიმარი.


მისივე თქმით, გლდანის ციხეში სპევიალური ე.წ. "გამაუპატიურებელ პატიმართა ჯგუფიც" მოქმედებდა.


"გავრცელებულ კადრებში ჩანდა გაუპატიურება ცოცხითა და ხელკეტით, მაგრამ ამის გარდა ასევე ჰყავდათ ერთი ბრიგადა პატიმრებისა, რომლებიც მუშაობდნენ ციხის ადმინისტრაციაზე და გარკვეულ პროვილეგიებს იღებდნენ. ამ არაკაცების საკანში უშვებდნენიმ პატიმარს, ვისზეც იყო ზემოდან მიღებული "ზაკაზი" და ესენიც, პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს" - განაცხადა რესპონდენტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930