გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა 2 მილიონით, ფიქსირებულის კი ნახევარი მილიონით გაიზარდა

14-04-2018

2010 წლიდან დღემდე ფიქსირებული ინტერნეტის მომხარებლების რაოდენობა ნახევარი მილიონით არის გაზრდილი, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა კი - ორი მილიონით. დღეს მობილურ ინტერნეტს 2, 860,325,00 ადამიანი მოიხმარს-ეს ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ გააჟღერა.


„2010 წლიდან დღემდე 500 ათასი აბონენტით (ოჯახით) გაიზარდა ფიქსირებული ინტერნეტის მომხარებლების რაოდენობა, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა კი ორი მილიონით არის გაზრდილი. ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი ასრულებს ძალიან დიდ როლს, მომხმარებელი გადასულია სმარტფონებით და ტაბლეტებით ინფორმაციის მიღებაზე, მთლიანად არის ინფორმციის მიღების ქცევა შეცვლილი. ამიტომ ამ ეპოქაში, როდესაც საქართველოში 2 მილიონით არის სმარტფონზე ინფორამციის მომხარებლების რაოდენობა გაზრდილი, საუბარი იმაზე, რომ სადღაც რაღაც უნდა შევზღუდოთ, პროპაგანდა იქნება ეს თუ ტყუილი, - არარეალურია“- განაცხადა „კვირის ინტერვიუში“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031