გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
რუსეთი ოკუპანტია მაგრამ ამის პროვოცირება ქართულმა მხარემ მოახდინა - პაატა ზაქარეიშვილი აგვისტოს ომისა და ტალიავინის დასკვნის შესახებ

22-09-2020

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება ბოლო წუთამდე შესაძლებელი იყო.


ამის შესახებ ზაქარეიშვილმა გაზეთ "ახალ თაობასთან" საუბარში განაცხადა:


"ვიდრე ცხინვალის ქუჩებში ქართული ტანკები გადაადგილდებოდნენ, ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.სამწუხაროდ და საუბედუროდ, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა მიეღწია იმისთვის, რომ საქართველოს ცეცხლისთვის მასირებული ცეცხლით, ცხინვალის დაბომბვით და შემდეგ ტანკების გადაადგილებით ეპასუხა.


სწორედ ამაზე ლაპარაკობს ტალიავინი ანგარიშში, სადაც ამბობს, რომ ომი შეუქცევადი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მხრიდან მასირებულ დაბომბვას პასუხად მოჰყვა რუსეთის არაადექვატური პასუხი. რუსეთი მართლა აგრესორია, რუსეთი მართლა ოკუპანტია, მაგრამ ამის პროვოცირება მოახდინა ქართულმა მხარემ. ეს გაგვაკეთებინა ჩვენ რუსეთმა და სწორედ ეს არის ჩვენი ტრაგედია. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მე რომ კაცს დავარტყა ერთი მუშტი და მერე იმან მაგრად გამლახოს, მაგრამ მე დავარტყი პირველი მუშტი და ეს არის ჩემი ტრაგედია. ტალიავინის ანგარიში ამბობს, რომ სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტულმა და ვოლუნტარისტულმა ნაბიჯებმა გამოიწვია ეს უბედურება და ტრაგედია, როდესაც რუსეთმა მასირებული დაბომბვა და ცხინვალის ქუებში ტექნიკის გადაადგილება დააწყებინა" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930