გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პატრიარქი: ჩემი გაგებით ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ყველა დადგენილება უნდა აკრიტიკოს

26-12-2017

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მისი აღსაყდრებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე მთავრობისა და ოპოზიციის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, მთავრობას ოპოზიციის პატივისცემა უნდა ჰქონდეს.
„ჩემი გაგებით ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს მთავრობის დადგენილება. ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას, რაც გამორჩა კეთილი, სასარგებლო, ერისათვის, ქვეყნისათვის, იმის შეხსენებას უნდა ეცადოს ოპოზიცია. მთავრობას უნდა ჰქონდეს პატივისცემა ოპოზიციის. გთხოვთ, როგორც თქვენი მოძღვარი, ვაკეთოთ ყველამ სასარგებლოდ ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ეკლესიისათვის“ - განაცხადა ილია მეორემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930