გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია კონკურს - „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

14-04-2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღეს, მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეთა კონკურს „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულებისა და ასევე, ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.


კონკურსის ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა რომელთაც სამახსოვრო ჯილდოები და სიგელები გადაეცათ. ასევე ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისათვის დედაენის დღის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მედლითა და სპეციალური სიგელით საზოგადოებრივი მაუწყებლის აფხაზურენოვანი „მთავარის“ რედაქტორი, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის - რადიო „ჰარა“-ს დირექტორი ესმა კოკოსკერია დაჯილდოვდა.


ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ორგანიზებით გამართულ კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ მთელი საქართველოს მასშტაბით 40 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეებმა დაწერეს ესე თემაზე: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“.
კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930