გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილს დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხავენ

26-12-2017

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას აპირებს.
ამასთან დაკავშირებით მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე სხდომის გადატანის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. 

„მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას გეგმავს, სადაც ორ შუამდგომლობას წარვადგენთ. ესენია სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნა და დაკითხვაზე გამოძახების უწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან პროცესუალური შეცდომების გამოსწორების მოთხოვნა. დღესვე, კიევის საოლქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიერ საემიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით პროცესია ჩანიშნული. სასამართლოს შუამდგომლობით მივმართავ, სხდომის გადატანის შესახებ. წესით მათ უნდა დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნა, თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სასამართლოს სურს, საქმე ჩვენი მონაწილეობის გარეშე განიხილოს და ჩვენი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930