გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინდა

7-10-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე - 55 კბ.მ ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტის, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს, აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

უწყების ინფორმაციით, მონიტორინგის სამმართველოს მიერ, ბოლო 3 თვის მანძილზე, ქვეყნის მასშტაბით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ხის მასალისა და ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 13 სამართალდამრღვევ მოქალაქეს, საერთო ჯამში 300 კბ.მ ხის მასალა ჩამოერთვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031