სააკაშვილი, ნავალნი და პოროშნკო - "...ის მუდმივად ცდილობს გახდეს პუტინი"
26-12-2017
მიხეილ სააკაშვილის აზრით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ცდილობს ვლადიმერ პუტინი გახდეს.
„პუტინმა რუსეთის ერთადერთ ვაჟკაცს, ალექსეი ნავალნის, რომელმაც მასთან ბრძოლა გაბედა, არჩევნებზე დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა, პოროშენკომ კი მოქალაქეობა ჩამომართვა, რათა უკრაინაში პოლიტიკით არ დავკავდე. პუტინმა ნავალნის შეთითხნილი ბრალდებები წაუყენა, პოროშენკო კი ჩემთან მიმართებაში იმავეს გაკეთებას ცდილობს. პუტინი ნავალნის ტელეეთერით გამოჩენას კრძალავს, ჩვენთან კი იმ ტელეარხებს, სადაც მე მიწვევენ, შემდეგ ყოველთვის პრობლემები უჩნდებათ. პოროშენკოს შეეძლო უკრაინისთვის მაზეპა ან ხმელნიცკი გამხდარიყო, ან ევროპის ახალი ჩერჩილი, მაგრამ ის მუდმივად ცდილობს გახდეს პუტინი. რას ვიზამთ, პუტინობის ამ კანდიდატს უკრაინელი ხალხი ძალიან სწრაფად გაუმკლავდება. როგორც კლასიკოსი წერდა: „უკრაინა რუსეთი არაა“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
წყარო: "გურიის მოამბე"