11-10-2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, მესტიის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიას უშგულის თემის მოსახლეობასთან მართავს.
"უშგული სვანეთის ერთ-ერთი ულამაზესი და ამავდროულად მსოფლიო მნიშვნელობის ადგილია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კვლევათა სიაშია და აღიარებულია, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
აღნიშნულ თემში:
-აშენდა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთი, დაიგო ბეტონის საფარი და გრძელდება აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესი;
-მიმდინარეობს უშგულის თემის სოფლების, ჟიბიანისა და ჩვიბიანის სრულმაშტაბიანი რეაბილიტაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;
-მიმდინარეიბს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, სოფელ ჩაჟაშის ნაგებობების რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს” დაფინანსებით;
-მიმდინარეობს მუშაობა უშგულის განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გენერალურ გეგმაზე;
-მუშავდება უშგულის თემის სოფლების ჟიბიანის, ჩვიბიანის, მურყმელისა და ჩაჟაშის განაშენიანების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენუანების რეგულირების წესები და ტექნიკური რეგლამენტი;
-განხორციელდა უშგულის ტერიტორიული ერთეულის სოფლებში 10 პროექტი, სოფლების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში;
-მოეწყო წყლის სისტემა სოფელ მურყმელში;
-მაღალმთიანი სტატუსის მოსახლეობა სარგებლობს სოციალური და საგადასახადო შეღავათებით;
-მაღალმთიან დასახლებებში, ყოველ დაბადებულ ბავშვზე დაწესებულია ფულადი დახმარება;
ამასთან, სკოლის მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოებით არიან უზრუნველყოფილნი და სოციალური პროგრამის ფარგლებში პირველკურსელი სტუდენტები დაფინანსდნენ.
ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრით და გარანტიას გაძლევთ, საქართველოს პარლამენტში თქვენი ინტერესების ღირსეული დამცველი ვიქნები“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.