გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ხანიშვილი კარტოფილის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

12-10-2020

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ სადემონსტრაციო ნაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც კარტოფილის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
„სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანია იბრუნებს თავის ძირითად ფუნქციას, რაც საწარმოო ჯიშთა გამოცდას გულისხმობს. კომპანიამ უკვე მიიღო სათესლე ქერი და სათესლე კარტოფილი, რომელიც აუქციონის მეშვეობით იქნება რეალიზებული. ჰექტარზე კარტოფილის მოსავლიანობა, მინიმუმ, 35-40 ტონაა, რაც ძალიან კარგი შედეგია და, რაც მთავარია, ეს არის ხარისხიანი პროდუქტი“, -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ აგრონომის, გიორგი ბერუაშვილის განცხადებით, ჯიშთა გამოცდის შედეგად, „მარფონა“ დაწინაურებული ჯიშია, რომელმაც სხვადასხვა პერიოდში, როგორც მოსავლიანობის, ასევე ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე მორგების თვალსაზრისით, კარგი შედეგები აჩვენა. შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“ სამცხე -ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის 25 სხვადასხვა ჯიშზე დაკვირვებას ახორციელებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთი 10 ჰა ფართობზეა განთავსებული, სადაც „მარფონას“ ჯიშის კარტოფილის მოყვანა აგროტექნიკური სამუშაოების სრული დაცვით ხორციელდება.
სადემონსტრაციო ნაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, „სოფლის განვითარების სააგენტოს“ პირველ მოადგილე, ოთარ შამუგია და შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ დირექტორი, შოთა ჯოგლიძე დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930