გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ავსტრიაში საქართველოს ელჩის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

26-12-2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია ვსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილი პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო.
კოტე იყო გამორჩეული ადამიანი, მეგობარი, დიდი პროფესიონალი, რომელიც მთელი არსით ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას.
ის იყო ქართველ დიპლომატთა იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც წილად ხვდა მისია, მსოფლიოსთვის წარედგინა და გაეცნო საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. სწორედ ეს ურთულესი მისია შეასრულა ბატონმა კონსტანტინემ - მან ერთ-ერთმა პირველმა გაიტანა მთავარი გზავნილი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით.
თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ დიპლომატიურ კორპუსს. 
კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული დიპლომატიისთვის, მთელი საქართველოსთვის“- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728