გაიგე განსხვავებული

შაბათი, მარტი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი ჩატარდა

15-10-2020

პროექტ „ევროპული არდადეგების“ ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრშიაფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისსაკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა.

ღონისძიება გახსნეს და ახალგაზრდებს მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია.

სემინარზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სალომე შაფაქიძემ ნატო-საქართველოს და ნატო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

სემინარის შემდეგ მოეწყო ექსკურსია ძველ თბილისში, სადაც მწერალმა დათო ტურაშვილმა ახალგაზრდებს ქალაქის ისტორიის შესახებ ესაუბრა.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე დაამ პროცესში მათი ჩართულობის გაზრდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31