გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დისტანციურ ფორმატში ჩატარდება

16-10-2020

დღეს, 20:00 საათზე, ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი პიანისტ ელისო ბოლქვაძის დიგიტალური გალა კონცერტით გაიხსნება. მასში მონაწილეობასდისტანციურად, საკუთარი ქვეყნებიდან ასევე მიიღებენ: ჯუზეპე ნოვა, მურად ჰუსეინოვი, ანდრეა ბაჩეტი და ვიტალი იმერელი. კონცერტის ხილვა მსმენელს ტელეკომპანია POSTV-ის პირდაპირი ეთერითა და ფესტივალის ოფიციალური Facebookგვერდის საშუალებით შეეძლება.

16-17-18 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით, ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დისტანციურ ფორმატში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით ტარდება.

კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციებისა და მსოფლიოში არსებული საფესტივალო გამოცდილების გათვალისწინებით, ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით იმართება და მას მაყურებელი არ ესწრება. დაგეგმილ კონცერტებს მსმენელი ტელეკომპანია POSTV-ის პირდაპირი ეთერითა და ფესტივალის ოფიციალური Facebookგვერდის საშუალებით იხილავს.

ფესტივალის ფარგლებში 17 ოქტომბერს მსმენელი სატელევიზიო ფორმატში მოუსმენს ნორჩ ვირტუოზებს, ხოლო 18 ოქტომბერს, ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე ფრანგი მეთოდოლოგი მიშელ სონი სემინარს დიგიტალურ ფორმატში გამართავს და მუსიკალური აღზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც მეოთხედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი განსაკუთრებული ღირებულებებისა და მუსიკალური განათლების განვითარებაში წვლილის შეტანისთვის.ფესტივალი იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით.ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია POSTV. სპორნორი სადაზღვევო კომპანია არდი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031