გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაპონიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის 16 კომპანია მონაწილეობდა

17-04-2018

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ’’Wine and Gourmet Japan 2018” ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა.


გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო - ღვინის აკვანი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. ღონისძიებას იაპონელი ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.


ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: „ვინაგორა“, „შუმი“, „ვაინმენი“, „ჩიგოგიძის ღვინოები“, „ბესინი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „შილდა“, „მეღვინეობა დანიელი“, „მილდიანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მეღვინეობა ხარება“, „გიუაანი“, „მარანული“, „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“ და GWS.


გამოფენასა და ქართული ღვინის დეგუსტაციას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო.


’’Wine and Gourmet Japan”-ზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და იმპორტიორები აზიის რეგიონიდან, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას იაპონიასა და მის მეზობელ ქვეყნებში.


რამდენიმე ქართულმა კომპანიამ გამოფენის მსვლელობის დროს შეძლო მოეძიებინა ახალი იმპორტიორი, რამდენიმემ კი მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორთან დაიწყო.


„Wine and Gourmet Japan“ არის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და პროფესიონალური გამოფენა აზიის მასშტაბით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.


ღვინის ეროვნული სააგენტო იაპონიაში აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს 2015 წლიდან ახორციელებს, რის შედეგადაც გაიზარდა როგორც ქართული ღვინის კომპანიების მხრიდან იაპონიის ბაზრის მიმართ ინტერესი, ისე იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი.


მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, იაპონიაში ექსპორტირებულია 53 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 230%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინო იაპონიაში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებზე ყოველ წელს არის წარმოდგენილი. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე იმართება ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაციები.

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30