გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მოსაძებნია ბალანსი თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა

17-04-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მოსაძებნია ბალანსი თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
მისივე თქმით, ძალზე უხეში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა რაღაც მომენტში რადიკალურად შეიცვალა და გაუმართლებლად ჰუმანური გახდა. 
ამის შესახებ გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს აღნიშნა.
„ძალიან კარგად გვესმის, რომ ის ძალზე უხეში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, რაღაც მომენტში რადიკალურად შეიცვალა და ზოგ შემთხვევებში, გაუმართლებლად ჰუმანური გახდა. დღეს ბალანსის პოვნა არის ძირითადი გამოწვევა, რაზეც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად, სამართალდამცავი სტრუქტურები პასუხს ვერ გასცემენ. კარგად უნდა მივხვდეთ ერთ რაღაცას, რომ მოსაძებნია ბალანსი თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ რომც არ გვინდოდეს, ეს ერთმნიშვნელოვნად მაინც გახდება საზოგადოებრივი განხილვის თემა და სჯობს, რომ ეს განხილვა დაიწყოს ადეკვატურ პირობებში და იმ პლატფორმაზე, რომელიც უფრო შედეგიანი იქნება. ერთადერთი რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ, რომ არასოდეს არც ერთ, არანაირ მწვავე კითხვას არ დავემალებით, ეს ჩვენ, უბრალოდ, არ გვჭირდება. ყველანაირად ღია და მზად ვართ ყველანაირი დისკუსიისთვის, არ გვაქვს ჩვენ იმის პრობლემა, რომ კრიტიკა მოვისმინოთ. იქ სადაც საჭიროა, ჩვენ რომ გავაკრიტიკოთ, არც ამის კომპლექსი გვექნება არასოდეს. ასე რომ, ღია და მზად ვართ, ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს აქტუალურია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე, მოქალაქისთვის, განვიხილოთ“- განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930